Sunday, 27 September 2015

დღე მეშვიდე

დღევანდელ დღეს გავეცანით შეფასების სქემას და გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა,კერძოდ პრეზენტაციის  შეფასების. თითოეულ კრიტერიუმს მივანიჭეთ ხვედრითი წილი და განვსაზღვრეთ პრიორიტეტები. პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული  სწავლების ცხრილი, განვსაზღვრეთ როგორ ვიმუშაოთ სპეციალური საჭიროების, სხვა ეროვნების და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებთან.შევავსეთ სასწავლო თემისთვის საჭირო მასალების გრაფაც და ფაქტიურად თითქმის დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა.

Saturday, 26 September 2015

დღე მეექვსე

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და დამღლელი. ძალიან ბევრი რამ შევისწავლეთ: დავხვეწეთ ბლოგზე მუშაობა, ვიმუშავეთ google drive-ში, powertpoint-ში ვისწავლეტ ანიმაციების და მუსიკის დადება,დიზაინის შეცვლა. ჩვენს პროექტში დავწერეთ პროცედურები, დავამთავრეთ მოსწვლის სავარაუდო ნაშრომი. ძალიან დატვირთული დღე გვქონდა და დამღლელი :(

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


Sunday, 20 September 2015

დღე მეხუთე

დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, მათ დაცვაზე, გამოყენებაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ანიმაციების დამატება,ემბეტ კოდის გამოყენებით. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა. განვსაზღვრეთ შინაარსი და აქტივობები.დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ნიმუშები და დავიწყეთ მუშაობა PowerPoint-ში. ტრენერმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ის უსაზღვრო შესაძლებლობები რაც ამ პროგრამას გააჩნია. ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. მადლობა ნინოს

მინოსური კრეტა / წინარებერძნული კულტურა

Saturday, 19 September 2015

დღე მეოთხე

ჩვენ დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლეთ შეფასების დაგეგმვა. შეფასების ხუთი მიზნიდან გამომდინარე ვისწავლეთ როგორ შევძლოთ წინარე ცოდნის შეფასება,წახალისების სწავლისა და თანამშრომლობით უნარების შეფასება და ასევე განმსაზღვრელი შეფასება. ასევე ბლოგზე გაჯეტების დამატება, მნახველების რაოდენობის გაგება და კიდევ ბევრი სიახლე .კარგი იყო ძალიან.

Saturday, 12 September 2015

დღე მესამე



დღეს შევისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა, მიზნების შემუშავებადა ასევე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების  შემუშავება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გაანალიზება. ამ კითხვების გამოყენებით უფრო გამიადვილდება საგანთა შორის ინტეგრირება.თავიდა ცოტა გამიჭირდა კითხვების ფორმირება მაგრამ ჩვენი ნინო მასწავლებლის დახმარებით ძალიან მალე ჩავწვდი საკითხის არსს და ალბათ აღარასდროს ამერევა ეს კითხვები ერთმანეთში.

Sunday, 6 September 2015

დღე მეორე

დღევანდელი ტრენინგიდან ბევრი გამოყენებადი რამ ვისწავლეთ. არ ვიცოდი ფაილების დაარქივება და ეს ძალიან გამომადგება.განსაკუთრებით კარგი იყო ის რომ ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა, რითაც მშობლებს და დაინტერესებულ პირებს მივაწვდი ინფორმაციას იმაზე თუ რის გაკეთებას ვაპირებ კონკრეტული პროექტით და როგორ გამოადგება ეს მათ შვილებს.ასევე წარვადგინეთ ჩვენი პროექტები ავხსენით თუ რითია აქტუალური, მოვისმინე სხვების აზრებიც და შენიშვნებიც რაც ძალიან გამომადგება

Saturday, 5 September 2015

დღე პირველი

ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგის პირველ დღეს შესწავლილი მასალებიდან ყველაზე ძალიან მომეწონა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები რომელმაც უფრო გამიადვილა სასწავლო მიზნების დაგეგვმა. ასევე ინტელის რესურსების გაცნობა რაც დამეხმარება გაკვეთილის უკეთ დაგეგმაში. ვისწავლე ჩეკლისტის გამოყენება რაც გამიადვილებს პროექტის აგებას.