Sunday, 4 October 2015

დღე მეცხრე

დღეს წარვადგინეთ ჩვენ ჩვენი პროექტები.ძალიან მომეწონა რამოდენიმე პროექტი, მათ შორის ქართულის მასწავლებლეის ეკა მერებაშვილის ,,ბრბოს ფსიქოლოგია"და ელზა ოსიშვილის ,,კარგ ქართველთა ხსოვნას". ამ თემის ინტეგრირება შესაძლებელია ისტორიის საგანთან და ამიტომ დამაინტერესა ასე. გავუზიარეთ  ერთმანეთს ჩვენი შენიშვნები და მოსაზრებები.ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ რომელიც დაგვეხმარება ჩვენს პროფესიულ წინსვლაში.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი საინტერესო გაკვეთილებისთვის და დიდი მადლობა ინტელს

Saturday, 3 October 2015

დღე მერვე

დღეს შევქმენით დამხმარე რესურსი სპეციალური საჭიროების მოსწავლისათვის, ასევე ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა გუგლი დრაივზე და შემდეგ ბლოგზე ბმულის ჩასმა,ტექსტზე ბმულის მიბმა და ჩვენი პროექტის პორტფოლიო დავდეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ.ასევე საქაღალდეში ცვლილებების შეტანა,ახალი ფაილის დამატება, წაშლა და ჩასწორება.დღეს ძაან მაგარი დღე იყო!